Friday, May 2, 2014

მეცხრე დღის რეფლექსია

დღეს  ტრენინგის ბოლო დღეა, ყველაფერი დავასრულე, მგონი გამომივიდა. არც ისე რთული გამოვიდა  ბოლო ჯამში, როგორც წარმომედგინა, თუმცა ძალიან შრომატევადია. იმედია  მომავალში თავს დამოუკიდებლად გავართმევ. ტრენინგმა და ჩვენმა პედაგოგმა ბევრი რამ მომცა, რაც მთავარია ფარ-ხმალი არ დავყარე და ბოლომდე გავედი.


 

     გმადლობთ, ბატონო დათო!!!!!

Sunday, April 27, 2014

მერვე დღე, რეფლექსია

საკმაოდ ბევრი სამუშაო მაქვს. დავასრულე გეგმა და ავტვირთე დრაივზე. დავამთავრე მოსწავლის ნიმუში და შეფასებების ნაწილი, მაგრამ კიდევ უამრავი რამ დამრჩა გასაკეთებელი. ვისწავლე პორთფოლიოს  შექმნაც. ასევე უნდა გავაკეთო მოსწავლის დამხმარე.

მეშვიდე დღის რეფლექსია

ცოტა მოუმზადებელი მოვედი, ვერ ჩავწვდი ბოლომდე შეფასებების არსს. ეხლა ვფიქრობ, რომ მივხვდი და მონახაზიც გავაკეთე. გეგმაც თითქმის ბოლომდე ჩავედი. სახლში  მოსწავლის ნიმუში და შეფასების ნაწილი უნდა დავასრულო. თუ ამას მოვრჩები, ნახევრად დასრულებული მექნება საქმე....

Saturday, April 26, 2014

მეექვსე დღის რეფლექსია


დღეს გავიარეთ საკვანძო კითხვები. ასე თუ ისე მოვახერხე, მგონი გამომივიდა.ამას გარდა  შევეჭიდეთ შეფასებებს, საშინელებაა, არ ვიცი თავს გავართმევ თუ არა.

Saturday, April 12, 2014

მეხუთე დღის რეფლექსია

დღეს გავარჩიეთ ჩემი შექმნილი ბუკლეტი, მგონი ნორმალური გამოვიდა.ასევე შევქმენი
DRIVE. საკმაოდ ბევრი და მრავლისმომცველი ინფორმაციაა, იმედია დავიმახსოვრე და მომავალში დამოუკიდებლად გავართმევ თავს .

პროექტის პორთფოლიო

Saturday, April 5, 2014

მესამე დღე შემაჯამებელი რეფლექსია

I დღე ცოტა დამაბნეველი იყო,ბევრი ინფორმაცია ერთდროულად. ამას დაემატა ისიც, რომ არ იყო ინტერნეტი და ვერ შევქმენი ბლოგი, სადაც ჩემი რეფლექსია უნდა გადმომეცა.ცოტა უსიამოვნო შეგრძნება მაქვს, როგორ გავართმევ ამ ყველაფერს თავს?!შევეცდები მოცემული დავალება კარგად შევასრულო. ვიმედოვნებ ,დანარჩენი დღეები ბევრად უკეთესი იქნება.
  II დღე: ინტერნეტი ისევ არ არის, მაგრამ ვფიქრობ  ნაყოფიერად ვიმუშავე, თუმცა ტრენერის მიერ მოცემული დავალება  მთლად სწორად ვერ შევასრულე. ამ ხარვეზს იმედია მივხვდი და ვეცდები გამოვასწორო. ასევე განვიხილეთ პროექტის გეგმის შაბლონის ზოგიერთი ნაბიჯი,ამჯერად დავალება ალბათ უფრო კარგად გამომივა.იმედია  ბუკლეტის შექმნას თავს სწორად გავართმევ.
  IIIდღე: როგორც იქნა ინტერნეტი გვაქვს.ამიტომ ბუკლეტებზე აღარ გვისაუბრია, მაგრამ ბლოგის შექმნა ვისწავლეთ. საკმაოდ საინტარესო , მაგრამ ჩემთვის ცოტა დამაბნეველი, ალბათ იმითომ რომ, მეტად ბევრი ტექნიკური ინფორმაცია იყო ჩემთვის ერთდროულად. იმედია მოცემულ დავალებას თავს სწორად გავართმევ